საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს.
2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს – ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85-ხმით, ერთხმად მიიღეს.
ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციისთვის 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.
2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ.
ინფლაციის კონტროლი იქნება ალბათ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ამჯამად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დღეიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს 6 ივლისის სხდომაზე მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მლრდ აშშ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.