ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი წითელი ჯვარი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 1 572 000 დოლარამდე გამოყოფს.
დასავლური მედია მიიჩნევს, რომ ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ჩინეთისთვის კონკრეტული შედეგები დადგება, თუ ის რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას მიიღებს.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ფინანსური დახმარების სურვილი გამოთქვა, ახალი ზელანდიაა. ის უკრაინისთვის არალეტალური იარაღის მიწოდებისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.