პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდა. მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის, სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის, წინადადების წარმოდგენა, კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
განახლებული სატენდერო პირობების მიზანი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს.