პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პანდემიის შედეგებზეც ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.
2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება მკაცრდება - 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაში იზღუდება, იკრძალება თამაშების რეკლამირება, ონლაინ-კაზინოებისთვის კი გადასახადები იზრდება.
2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება მილიარდ 861 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
„თიბისი კაპიტალმა“ ეკონომიკის აღდგენის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 1-9 ნოემბრის პერიოდში, თიბისი არხების საშუალებით ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 2019 წელთან შედარებით 65% შეადგინა.
აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 2022 წლის მარტში წლიური ინფლაცია 6%-ზე მაღალი იქნება - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებს შეეხებოდა.