ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 27.9 მლნ ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, არსებული განაკვეთი საკმარისია, რათა 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდეს და ის ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს.
2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა.
როდესაც დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტია.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გეგმა და პროგნოზები, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს გააჩნია, რეალობას შეესაბამება.
საქსტატმა დღეს ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება.
დღეს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიტანს.
„მაღალი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.