global distribution
ავერსი გარე ავეჯი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 784.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 599.7 ათასი შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 412.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა – 45.9 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 47.6 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, უწყების ანგარიშით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 36.1 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 213.6 ათასი და 113.7 ათასი ვიზიტი.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.90 შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.86 ღამე) 0.5 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

58