ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა.
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
გიორგი ბრწყინვალეს საკოლექციო მონეტაზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.
2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია.
2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 59,530,000,000 ლარს მიაღწია. აქტივები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2%-ით გაიზარდა, ხოლო კურსის ეფექტის გათვალისწინებით 0.13%-ით შემცირდა.
საქართველოში ამჟამად ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 12.5%-იანი ინფლაციაა.
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა, კენჭისყრაზე დღეს დადგა. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.