tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი. ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
 
ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.
 
„შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
 
 
 
397