
4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა.

2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სდპ-ები და ყველა კატეგორიის სუბიექტი წლიურ ანგარიშგებას სპეციალურ პორტალზე წარადგენს, არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა.

ინფლაციის მაჩვენებელი უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგად 13 600 000 აშშ დოლარი გაყიდა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 8%-დან 7.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 8%-დან 7.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება, – ამის შესახებ აცხადებენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.