რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანეს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, მტერმა ქალაქი ჩასივ-იარი "ურაგანების" გამოყენებით დაბომბა.
შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ნანგრევებში სულ მცირე 30 ადამიანია, მათ შორის 9 წლის ბავშვი. არიან დაღუპულები.
"ჩასივ-იარში 5-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 30 ადამიანია. შენობის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ, ცდილობენ გადაარჩინონ ისინი, ვინც ნანგრევების ქვეშ არიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სავარაუდოდ, ნანგრევებში 34 ადამიანია, მათ შორის 9 წლის ბავშვი", - ამბობს კირილენკო.
სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველებმა კონტაქტზე გასვლა ნანგრევებში მოყოლილ ორ ადამიანთან შეძლეს. ამოყვანილია 6 გარდაცვლილის ცხედარი.