უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გათავისუფლებულ იქნას თანამდებობიდან გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრეი იაროსლავის ძე მელნიკი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ასევე, პრეზიდენტის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის ელჩები უნგრეთში, ნორვეგიასა და ჩეხეთში.