მიზეზი, რომლის გამოც ბოლო დღეებში ამდენს ვცდილობდი, პირადად შემესრულებინა მანდატი, არ იყო მხოლოდ ის, რომ მე ამის გაკეთება მსურდა, არამედ ვგრძნობდი, რომ თქვენ წინაშე ჩემი მოვალეობა, ვალდებულება იყო, გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც 2019 წელს დაგპირდით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
„დღეს მე დავნიშნე კაბინეტი, რომელიც იმსახურებს, ისევე როგორც მე, ახალი ლიდერის არჩევამდე. მინდა, ვუთხრა მილიონობით ადამიანს, რომელმაც ხმა მოგვცა 2019 წელს, რომელთაგან ბევრმა „კონსერვატორებს“ პირველად მისცა ხმა, მადლობა ამ შესანიშავი მანდატისთვის, 1987 წლიდან კონსერვატორების უდიდესი უმრავლესობისთვის, 1979 წლიდან ხმების უდიდესი წილისთვის. მიზეზი, რომლის გამოც ბოლო დღეებში ამდენს ვცდილობდი, პირადად შემესრულებინა მანდატი, არ იყო მხოლოდ ის, რომ მე ამის გაკეთება მსურდა, არამედ მე ვგრძნობდი, რომ თქვენ წინაშე ჩემი მოვალეობა, ჩემი ვალდებულება იყო, რომ გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც 2019 წელს დაგპირდით. რა თქმა უნდა, მე ამაყი ვარ ამ კაბინეტის მიღწევებით, მათ შორის „ბრექსითის“ დასრულებით, კონტინენტთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება, ამ ქვეყნის ძალაუფლების აღდგენა, რომ საკუთარი კანონები შექმნას პარლამენტში, პანდემიის გადალახვა, ევროპაში ვაქცინის ყველაზე სწრაფი გავრცელების უზრუნველყოფა, ლოკდაუნის რეჟიმიდან ყველაზე სწრაფად გამოსვლა და ბოლო რამდენიმე თვეში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბოლოს კი მან, ასევე, მიმართა უკრაინელ ხალხს და თქვა რომ ბრიტანეთი მათ მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ნება მიბოძეთ, ახლა მივმართო უკრაინელ ხალხს – მე ვიცი, რომ ჩვენ დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება ეს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.