სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნობამ მიგვიყვანა დღევანდელი მდგომარეობა, მსოფლიო დაუბრუნებლობის წერტილს მიუახლოვდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ევროკომისიის პრესსპიკერის, ანა პისონეროს განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე რუსულ ბუქსირს, „სატურნს“ დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში, რომელიც თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა.