მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა, Icon of the Seas მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი და კიევი მალე შეთანხმდებიან უსაფრთხოების გარანტიებზე, „დიდი შვიდეულის“ ჩარჩოდეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2023 წლის ნატო-ს სამიტზე მიიღეს.
თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.
ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს.
რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.