ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.
ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს.
რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.
გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა.
უკრაინის დაზვერვა თავს დაესხა ნავთობის ბაზას რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა პუტინის სასახლესთან გადაიფრინა, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.