შეხვედრის დაწყებისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დღის წესრიგს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ „მკაფიო და ძლიერი“ პასუხის გადაწყვეტილება მიიღო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი პროექტი გადასცა. მთავარ თეზისებს გაზეთი „ახალი ევროპა“ წყაროზე მითითებით აქვეყნებს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება სამხედრო სამსახურისთვის პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზება.
ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს, უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.