დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეირაღებული, ვიდრე ტერორისტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს, საუბარია „ნასამსის“ (NASAMS)-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
უკრაინამ გერმანიისგან პირველი ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო. აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინას საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. ამის შესახებ მან “დიდი შვიდეულის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, დიმიტრი მედვედევზე ძებნა გამოაცხადა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ჯგუფის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა განაგრძონ და ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრას მოითხოვს.
რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რას უჭერს მხარს – ტერორს და სისასტიკეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის საზღვართან მდებარე, ესტონეთის ქალაქ ნარვაში ვიზიტისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა.
აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე,- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა ბოლო ერთ დღე-ღამეში მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე. ოკუპანტებმა 84-ზე მეტი სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის სისტემამ 56 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.