"უკრაინის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდი რაღაცის ნაწილია, ამერიკელები მზად არიან, წინ აღუდგნენ მჩაგვრელს" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"უკრაინის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდი რაღაცის ნაწილია და ამერიკელებმა ეს იციან. მათ იციან, რომ მაქსიმალურად უნდა დავდგეთ ამ მხარეს და წინ აღვუდგეთ ამ საშინელ შეტევას დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე და ჩვენ მაქსიმალურად გავიწევთ წინააღმდეგობას ასეთ შეტევას. ამერიკელები მზად არიან წინ აღუდგნენ მჩაგვრელს, წინააღმდეგობა გაუწიონ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა", - თქვა ჯო ბაიდენმა.