უკრაინის არმიამ ლუგანსკის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
ზამთარი რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის გადასალახად მუშაობენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზებული იქნება.
უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარაა, ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან საუბარში განაცხადა.
აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ ახლა ფაქტობრივად ნატო ომობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
ირანი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.