უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას უკრაინის მხრიდან, რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ეხმაურება.
ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს და იტალიის მთავრობას მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის.
აშშ ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში 17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა და არნიშნა, რომ „შაჰიდებით“ თავდასხმას კიევში სულ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 ოქტომბრის საღამოს ირანული წარმოების რვა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული „სუ 34“-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა კიევში ცოტა ხნის წინ კვლავაც გაისმა. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა კიევში ცოტა ხნის წინ კვლავაც გაისმა. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.