უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ნათქვამია ყოველდღიურ საინფორმაციო მიმოხილვაში, რომელსაც უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გერმანია უკრაინას 16 Zuzana თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს უკრაინელ სამხედროებზე, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტემბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინულ ძალებს ქალაქ ბელგოროდში საცხოვრებელი შენობის დაბომბვაში ადანაშაულებს, თუმცა უკრაინული მხარე ბრალდებას უარყოფს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის ცის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია.
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებს რუსეთის ბირთვული ძალების მზაობაში ნებისმიერ ცვლილებას. თავდაცვის მდივნის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს არავითარი ცვლილება არ შეუმჩნევია.
რუსი ოპოზიციონერის დიმიტრი გუდკოვის განცხადებით, ძირითადად ისეთები გარბიან რუსეთიდან, რომლებიც არა თუ მობილიზაციის, არამედ ომის და რეჟიმის წინააღმდეგი არიან, ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ძალიან დიდი მითია ის, რომ ფაშისტურ ქვეყანაში, დიქტატურულ სახელმწიფოში დარჩენილი, ჩაკეტილი ადამიანები მშვიდობიანი აქციებით რაღაცაზე მოახდენენ ზეგავლენას , - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა რადიო "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული სარაკეტო სისტემები IRIS-T უკვე უკრაინაშია.