რუსულმა ჯარებმა დაიწყეს უკანდახევა ხერსონის ოლქის დასავლეთიდან, ისინი სავარაუდოდ აპირებენ უკანდახევის გაჭიანურებას რამდენიმე კვირით,- ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ რეზიუმეში.
საქართველოს ხელისუფლების დღეს არსებული პოზიცია უკრაინისთვის მიუღებელია. ის გაურკვეველი პოზიცია, თუ ვინ არის ამ ომში მართალი, ეს ჩვენთვის ველურად გამოიყურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში საუბრობს.
გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, ვინც უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს, თავის შეკავებას ურჩევს.
ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას 22-ე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინაში მყოფი ქართველები.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის სანქციების სიაში შეყვანა იურიდიულად მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი ჩართულია რუსეთთან ბიზნესში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის სანქციების სიაში შეყვანა იურიდიულად მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი ჩართულია რუსეთთან ბიზნესში.
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია ქალაქ ბახმუტთან, სადაც რუსეთი შეტევას უშედეგოდ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთმა დაკარგა წონა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქიდან აგროვებდა და აუცილებლად მოექცევიან, როგორც ყველაზე საერთაშორისო დამნაშავეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩემს საყვარელ დედას, აიმანი ნესიევნას ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცა" - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ავრცელებს.