ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
,,სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
დავაინიცირე ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც-ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი, – ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები წარადგინა.
„2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია“, - აღნიშნულია Galt & Taggart- ის მიერ გამოყვეყნებულ მიმოხილვაში.