
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 8.2 პროცენტით ნაკლები, სულ 13.6 მლნ. ტონა ტვირთი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჩემი მოწოდებაა არა მარტო მინისტრების, არამედ საჯარო დაწესებულებების, თვითმმართველობის მიმართ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა პრობლემების გადასაჭრელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 278.0 მილიონი ლარით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიცია დასაფასებელია.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის – მე-19 ადგილზე.

დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს `ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა.