ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ამასთან, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.