
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვისელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.

2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 763 მილიონი დოლარი შეადგინა.

მოხარული ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

ადამიანები, რომლებიც ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული და ჩვენ გვთხოვდნენ, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს, პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.