
ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.

საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა.

საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული.


მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის თანახმადაც 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება.

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში პენსიონრები 7-დან 8 მილიონამდე თანხას დაზოგავენ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

პენსიონრებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკა ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები, – ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომას დაესწრო.

აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.