
სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.

თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾20 მილიონი გამოიყოფა.

ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზების დეტალურ აღწერას გაეცნობით, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება.

ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.