
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო.

საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიული და უახლესი შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 704.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40.8 პროცენტით – 181.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალ-ფალიჰს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა.

ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისი, 2024 წლის 15 თებერვალი, 11:00 სთ. თიბისი კონცეპტი (მისამართი: კოტე მარჯანიშვილის ქ. 7) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ექსპორტის განვითარების ასოციაცია წარმოადგენენ სახელმძღვანელოს: ,,საჯარო შესყიდვები ევროკავშირში“.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველწლიური სამიტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პერსპექტიული ციფრული კომპანიების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების ინვესტირებაში.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელ მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა.

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზიოუდის და საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუის შეხვდა.

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა.