
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პირველი ვიცე პრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან.

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

საკოორდინაციო სანჭოს გადაწყვეტილებით თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით 1 აპრილიდან განახლდება.

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2021 წლის I კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და –4.6% დაფიქსირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღე ნიკა მელიას დაკავების შესახებ განცხადებით დაიწყეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ორგზის გაპრემიერებაზე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას გაითვალისწინებდა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავასაიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით , საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდძე ვრცელდება.