სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათისა და წყლის სახელმწიფო კონტროლის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ნედლი რძის მწარმოებელი და შემკრები 58 პუნქტიდან ბრუცელოზი 13 ობიექტზე დადასტურდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის ვეტერინარიის დეპარტამენტს გადაეგზავნა. უწყების ცნობით, ნედლ რძეში ბრუცელოზის 5 შემთხვევა იმერეთის რეგიონში ფიქსირდება, 3 - მცხეთა - მთიანეთში, ხოლო 5 - ქვემო ქართლში.
"მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი სალმონელას, ლისტერიას, პესტიციდებზე, ტრანსცხიმებსა და სანიტარულ ნორმებზეც გატარდა, რა დროსაც სალმონელა 2 შემთხვევაში დაფიქსირდა და განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირებისას ობიექტს საწარმოო პროცესის წარმოება შეუჩერდა; სანიტარული ნორმების დარღვება 10-დან 4 შემთხვევაში ფიქსირდებოდა; წყლის შემოწმების დროს კი დარღვევები 151 შემთხვევიდან 64 შემთხვევაში ფიქსირდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.