რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა დანიურ კომპანიას Orsted და გერმანულ Shell Energy-ს, რომელიც ქვეყანას გაზით მხოლოდ ნაწილობრივ ამარაგებდა. ამის შესახებ, ინფორმაციას Reuters–ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, გერმანია აღნიშნულის აღნიშნულის მიზეზად კომპანიების მხრიდან ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ Gazprom-მა გაზის მიწოდება ნიდერლანდებს, ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთსაც იგივე მიზეზით შეუწყვიტა. განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს გერმანულმა, იტალიურმა და ფრანგულმა კომპანიებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსკოვთან გადახდის სქემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა საკუთარი მარაგები უზრუნველყონ.
ცნობისთვის, Shell Energy, რომელსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, გერმანიისთვის მხოლოდ მცირე მიმწოდებელია, რომლის ჩანაცვლებაც მარტივადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დანიას, ქვეყანა ბუნებრივ აირს გერმანიის გავლით ამ დრომდე იღებს. რუსეთსა და დანიას შორის პირდაპირი გაზსადენი არ არსებობს, ამიტომ დანიას შეუძლია კვლავ მიიღოს რუსული გაზი სხვა ქვეყნების გავლით.